„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ხუთეულშია

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ხუთეულშია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 60,23% დაიმსახურა, მსოფლიოში 17 -ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

„საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია, შვეიცარია, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, პორტუგალია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, უნგრეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი და ა.შ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებების ინდექსით მსოფლიოში ჰონკონგი ლიდერობს, ევროპაში კი პირველი ადგილი მალტას ეკუთვნის. მონაცემები დამუშავებულია მსოფლიო ბანკის მსოფლიო განვითარების ინდიკატორების მონაცემთა ბაზიდან.

ინდექსი ზომავს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინების წილს ეკონომიკაში და მოიცავს სააქციო კაპიტალის ჯამს, რეინვესტირებულ მოგებას, სხვა გრძელვადიან და მოკლევადინ პირდაპირ უცხოურ კაპიტალდაბანდებებს, რომელიც აღირიცხება საგადამხდელო ბალანსში. ამ მონაცემთა სერია გვაჩვენებს წმინდა შემოდინენებს, ანუ ახალ ინვესტიციებს გამავალი ნაკადების, ე.წ. დეინვესტირების გამორიცხვით, რათა ობიექტურად და გადაუჭარბებლად აისახოს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს კეთილსაიმედოობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეალური გავლენა ეკონომიკაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა