მაკა ბოჭორიშვილი - სომხეთთან თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე რეგიონის კეთილდღეობისთვის - გავაგრძელებთ წვლილის შეტანას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში

საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ფართო რეგიონის კეთილდღეობისთვის და სტაბილურობისთვის,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, არარატ მირზოიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთგულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებაში.

„ჩემთვის გულწრფელად სასიამოვნო და დიდი პატივია ერევანში თქვენი გულთბილი მიღების საპასუხოდ გიმასპინძლოთ საქართველოში. საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის დიდ ისტორიას, ჩვენს ხალხებს შორის მყარ მეგობრობას ეფუძნება, სწორედ ამიტომაც სტრატეგიული პარტნიორობა რომელიც 2024 წლიდან დამყარდა ჩვენს ქვეყნებს შორის არის სრულიად ლოგიკური შედეგი ამ ძირძველი ურთიერთობების. 2025 წელი საკმაოდ დინამიური იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, არაერთი ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტები. არაერთხელ ვეწვიეთ ერევანს, არაერთხელ ვუმასპინძლეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს. უახლოეს მომავალში ველით პრეზიდენტის ვიზიტს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ხალხის მეგობრობა, ჩვენი ქვეყნების კავშირები სრულად არის ასახული პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობაში.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ თანამშრომლობის მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო ნაბიჯებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი გვქონდა რეგიონის შესახებ. საქართველო მიესალმება 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი, მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

საქართველო ერთგულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის განვითარებაში, რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებაში. კვლავაც გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში.

სომხეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ეს აისახება საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში.

კოლეგასთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები. ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა, საქართველოსა და და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ფართო რეგიონის კეთილდღეობისთვის და სტაბილურობისთვის“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე