ბაიბა ბრაჟე - უკმაყოფილო ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება - ლატვია ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარს უჭერს

ზუსტად ვიცით, რომ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე დაბრუნება სურს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევდა და ამ პროცესის გასაგრძელებლად მკაფიო ვალდებულებები არსებობდა. შემდეგ, ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ, ასევე, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული პირების სიაში ქართველი ოფიციალური პირების მნიშვნელოვანი რაოდენობა შევიყვანეთ“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ბაიბა ბრაჟემ უპასუხა, რომ ლატვია „ამას დიდი ხანია მხარს უჭერს“.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, ბაიბა ბრაჟემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო'სალივანთან ერთად განიხილავენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს რუსულ ხომალდებთან და იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს