ალეკო ელისაშვილი დააკავეს

„ლელო-ძლიერი“ საქართველოს წევრი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, დღეს დილით, თბილისში დააკავეს.

როოგრც ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა ალეკო ელისაშვილის დაკავების მიზეზი. ასევე, უცნობია, ზუსტად, რა ვითარებაში დააკავეს პოლიტიკოსი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელისაშვილი ნაცემია, ადვოკატის თქმით, ამის თაობაზე ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს.

მისივე თქმით, ელისაშვილს უახლოეს პერიოდში მოინახულებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!