კახა კალაძე ბრიტანეთის ელჩზე - ძალიან მძიმეა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩი, თავისი დიპლომატიური მისიის გარდა, ყველაფერს აკეთებს და კადრულობს - ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას

ძალიან მძიმეა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩი, თავისი დიპლომატიური მისიის გარდა, ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს კადრულობს - ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ „ბრიტანეთის ელჩი სტუდენტებს შეხვდა და ისაუბრა რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების განუცხადა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის ცრუ განცხადებებს.

„საინტერესო არის ის, რომ ყველა საუბრობს ამ ტონით, მაგრამ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, არანაირი კონკრეტიკა და საფუძველი იმისა, რომ ასე ისაუბრონ.

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, თავისი დიპლომატიური მისიის გარდა, ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერს კადრულობენ, პირდაპირ არიან ჩარეულნი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით.

შეიძლება ელჩმა გააკეთოს განცხადება, მაგრამ ეს უნდა იყოს სიმართლეზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული.

ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას და, ვფიქრობ, საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი და საიდან იმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა