გია ვოლსკი დეპუტატებზე, რომლებიც ბიზნესს ფლობენ - ისინი შეძლებული ადამიანები იყვნენ, როცა პარლამენტში შემოვიდნენ, უშველებელ თანხებს იხდიან ბიუჯეტში - ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, დეპუტატის მანდატით არავინ სარგებლობს

არა მგონია, რომ დეპუტატობა რაიმე პრივილეგიას აძლევდეს - ეს ადამიანები [„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებსაც ბიზნესთან აქვთ კავშირი] შეძლებული ადამიანები იყვნენ, როცა პარლამენტში შემოვიდნენ - ისინი უშველებელ თანხებს იხდიან ბიუჯეტში და ძალიან ბევრ ადამიანს ხელს უმართავენ, ქმნიან სამუშაო ადგილებს და იმ კანონის მიხედვით მოქმედებენ, რომელიც დეპუტატისთვის არის განსაზღვრული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ 41 დეპუტატს ბიზნესთან კავშირი აქვს.

ვოლსკის თქმით, პარლამენტის წევრის მანდატით არავინ სარგებლობს და არც უსარგებლია თავის ბიზნესში.

მისივე მტკიცებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც წესებს დაარღვევს და კანონს დაუპირისპირდება, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„არა მგონია, რომ დეპუტატობა რაიმე პრივილეგიას აძლევდეს - ეს ადამიანები შეძლებული ადამიანები იყვნენ, როცა პარლამენტში შემოვიდნენ. მათ საკმაო დამსახურება აქვთ იმ ოლქების და რეგიონების მიმართ, საიდანაც იყვნენ წარმოდგენილი. დღესაც დელეგატები არიან და თუკი პროცენტულ მონაცემებს გადავხედავთ, არა მგონია, რომ მათი პრიორიტეტი ამ ტენდერების მოგება იყოს. არსებობს ბიზნესი, რომელიც პატიოსნად მუშაობს და ნებისმიერი ადამიანი იქნება პასუხისმგებელი სახელმწიფოს წინაშე. ამის მაგალითი არაერთი ვაჩვენეთ. გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები უშველებელ თანხებს იხდიან ბიუჯეტში და ძალიან ბევრ ადამიანს ხელს უმართავენ, ქმნიან სამუშაო ადგილებს და იმ კანონის მიხედვით მოქმედებენ, რომელიც დეპუტატისთვის არის განსაზღვრული. თუკი რაიმე კონკრეტული მაგალითი გაგაჩნიათ, რომ ერთ კომპანიას უნდა მოეგო და მეორემ მოიგო, რომლის მოწილეც პარლამენტის წევრია, ამაზე ცალკე შეიძლება ვიმსჯელოთ - მიიღო თუ არა სწორი გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ, მაგრამ ტენდერები ელექტრონულად ტარდება და არის მონაცემები - თუ რამე მონაცემი არსებობს ისეთი, რომ ტენდერის პირობები დაირღვა, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად გავარჩიოთ ეგ საქმე, მაგრამ ზოგადად იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ბიზნესმენები არიან პარლამენტში - ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას. უბრალოდ, პარლამენტის წევრის მანდატით არავინ სარგებლობს, არც უსარგებლია თავის ბიზნესში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ წესებს დაარღვევს და კანონს დაუპირისპირდება, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. თუ ეს ადამიანები მუშაობენ, უშველებელ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში, ადამიანებს ასაქმებენ - ეს მისასალმებელია. პარლამენტში ყოფნაც ეკუთვნით და ხალხის სახელითაც შეუძლიათ საუბარი. ხმა მისცეს, მხარი დაუჭირეს მათ იმიტომ, რომ კეთილ საქმესაც აკეთებენ თავიანთი რეგიონისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვებთან და პარტიული შემოწირულობებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვს 271 ტენდერი. 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა. ორგანიზაციის ცნობითვე, იმ კომპანიებმა, რომლებშიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან 7 736 986 ლარი მიიღეს. ამასთან, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, იმ კომპანიებმა, რომლებშიც “ოცნების“ მოქმედი დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ 465 900 569 ლარი მიიღეს.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი. აქედან: - 66 500 ლარი “ნაციონალურ მოძრაობას“, 39 000 ლარი - “ხალხის ძალას“, ხოლო 2 633 086 ლარი “ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია