ბერდია სიჭინავა - შეიძლება შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და საერთოდ გვერდი აგვიაროს, რადგან ხელისუფლებაშია ძალა, რომელიც პოლიტიკურად იმდენად გამოთაყვანებულია, ვერავისთან ვერაფერი ვერ ან არ დაალაგა

შეიძლება შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და საერთოდ გვერდი აგვიაროს, რადგან ხელისუფლებაშია ძალა, რომელიც პოლიტიკურად იმდენად გამოთაყვანებულია, ვერავისთან ვერაფერი ვერ (ან არ) დაალაგა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, ვერანაირ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას ვერ შეასრულებ, თუ სტაბილური ურთიერთობა არ გაქვს დასავლეთთან და აღმოსავლეთთან.

„სახელმწიფოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის ფორმირებისთვის აუცილებელია ეკონომიკური მოთხოვნა, გეოგრაფიული შესაძლებლობები და ამ ყველაფრის პოლიტიკური ორგანიზების ნება და უნარები, ერთდროულად არსებობდეს.

ვერანაირ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას ვერ შეასრულებ, თუ სტაბილური ურთიერთობა არ გაქვს დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. ოქსიმორონია აგინებდე დასავლეთს (რომლის ისტორიული, რელიგიური და კულტურული ნაწილი ხარ) და მოლოდინი გქონდეს ამ ტვირთს დასავლეთი შენი გავლით მიიღებს, ან აგინებდე აღმოსავლეთს და იმედი გქონდეს ამ ტვირთს შენი გავლით გამოატარებენ, ასევე პირიქით.

მეტ-ნაკლებად ყველა ხელისუფალს, მეფეების, მთავრების და ფეოდალების ჩათვლით, ძვ. წ. აღრიცხვის II-I საუკუნეებიდან, რაც აბრეშუმის გზამ მუშაობა დაიწყო, კარგად ჰქონდა გააზრებული ამ ფუნქციის მნიშვნელობა ქვეყნისთვის.

ახლა ვარკვევთ, რომ შეიძლება შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და საერთოდ გვერდი აგვიაროს, რადგან ხელისუფლებაშია ძალა, რომელიც პოლიტიკურად იმდენად გამოთაყვანებულია, ვერავისთან ვერაფერი ვერ (ან არ) დაალაგა.

ახლა სხედან ყველა საერთაშორისო პროცესისგან მოკვეთილები, იზოლირებულები და გამობუნძულებულები, მეგობრების მაგინებლები, ვინც სიტყვა უნდა შეგვაწიოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მთელ ქვეყანას ატყუებენ, თითქოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმებზე ისეთი არაფერი ხდება და მანდ მონაწილეობა მხოლოდ ფორმალობაა”, - წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი