ვოლოდიმირ ზელენსკი - მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკული მხარისგან ინფორმაციას ველით - უკრაინა ყველა ფორმატში მუშაობისთვის მზად არის

მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკული მხარისგან ინფორმაციას ველით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამერიკულ მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. უკრაინა ყველა ფორმატში მუშაობისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია, რომ შედეგებს მივაღწიოთ და შეხვედრები შედგეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დღეს, 1-ელ თებერვალს აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ „შეხვედრებს მომავალ კვირაში ელის“.

ცნობისთვის, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 1-ელ თებერვალს გაიმართება.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა