სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის გამოიკითხვა დასრულდა. უწყებაში მისი გამოკითხვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვახტანგ კაპანაძესთან კითხვები სავარაუდოდ, მის მიერ ირანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე ჰქონდათ. როგორც კაპანაძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და არ არის.

„რა კითხვებიც დამისვეს, იმ კითხვებზე ვუპასუხე. როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ზოგადად, არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე, დასძინა, რომ არცერთი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, არ ვარ. არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არ ვარ“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ამავე საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი.

ცნობისთვის, სუს-ში გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა