საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ციტადელი“ გახდა

„ციტადელი“, რომლის ისტორია 2011 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან სამშენებლო მასალების ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა შეძლო ბაზარზე პოზიციების გამყარება და საკუთარი სტანდარტების დამკვიდრება, რამაც გამორჩეულ მოთამაშედ აქცია.

„დღეს „ციტადელი“ მომხმარებლებთან ურთიერთობას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს, მათ შორისაა: დისტრიბუცია, საცალო და კორპორატიული გაყიდვები, ასევე ონლაინ პლატფორმა.

კომპანიის განვითარების პარალელურად და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებასთან ერთად, მუდმივად იზრდება პროდუქციის ასორტიმენტიც. დღეს „ციტადელი“ მომხმარებელს ფუნდამენტური მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მრავალფეროვან სამშენებლო მასალებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ და წამყვან ბრენდებთან, მათ შორისაა: PERI, CHROMODOMI, ROCKWOOL, ICOPAL, PENOPLEX, TGM, LIEBHERR, COMANSA, ISOVER, GOCHMAKSAN, BAYMAK, SYPLY, WEBER, MAPEI, TECHNOSONUS, FOX BAU და სხვა.

დღეს „ციტადელის“ ისტორიას 300 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი ქმნის. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული თანამშრომლის პოტენციალის განვითარებას და აქტიურად ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს სამშენებლო სფეროში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„გვიხარია, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ კომპანია „ციტადელი“ შემოუერთდა. სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების გაძლიერება, რომლებიც ბაზარზე მაღალი ხარისხის სტანდარტებს ამკვიდრებენ. დარწმუნებული ვართ, რომ „ციტადელის“ გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობაში და ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი