შესაძლებელი იქნება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იმ ფიზიკური პირის დაკითხვა, რომელსაც შესაძლოა აუდიტის სამსახურის მიერ პარტიის წევრის, გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს

ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს, ასევე, ფლობდეს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, “გრანტების შესახებ“, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონებითა და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციას, თუკი ის გამოსაკითხად აღნიშნულ სამსახურში არ გამოცხადდება, შეიძლება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხოს.

აღნიშნული გათვალისწინებულია “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტს უმრავლესობის დეპუტატებმა წარუდგინეს.

“საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომლის მთავარი სიახლე არის ის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ 2024 წლის მაისში მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ვინც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული კანონი 25 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა