ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

“ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც დამხობის მოწოდებას გულისხმობს.

კერძოდ, საქმე ეხება ბაჩო ახალიას სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას - „ივანიშვილი არის დასამხობი“.

უფრო კონკრეტულად, ახალაიას მეუღლემ გუშინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელა ვიდეო და დაწერა, რომ ჩანაწერი არის ბაჩო ახალაიას დახურული სასამართლო პროცესიდან, რომელშიც ბაჩო ახალაია ამბობს:

„მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ.

მინდა, გთხოვოთ ყველს, რომ არ დაუჯეროთ არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ არ იქნება მეტი შურისძიება, სამართლიანი შურისძიება იქნება ის, რასაც მოიტანს ამ ხალხისთვის, მჩაგვრელის წინააღმდეგ. გამარჯვება აუცილებლად", - აცხადებს პროცესზე ახალაია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის საქმეზეა ბრალდებული, მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ითვალისწინებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა