მზია ამაღლობელის ადვოკატი - სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ საჩივარი რაიმე სახით ჩავარდა, შეუძლებელია - იურისტია ბატონი კობახიძე და რას გულისხმობს ჩავარდნაში?

[ირაკლი კობახიძის] განცხადება მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული ცილისწამებაა, მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და აუცილებლად გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი, - ამის შესახებ საია-ს სისხლის სამართლის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ საია-ს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით “სამი სარჩელი ჩაუვარდა და ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებია”.

ქათამაძის თქმით, საია-მ მსგავს ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა “ქართული ოცნების” არცერთმა წარმომადგენელმა საკუთარ განცხადებაზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს, მათ შორის, ცილისმწამებლურს მიჩვეულები ვართ. მათ შორის, არა თუ ჩავარდნილ სარჩელებზე საუბრობდნენ, უკვე გაგზავნილი გვქონდა ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი, როდესაც ქალბატონი წილოსანი იძახდა, რომ თურმე მზია ამაღლობელის დაცვის მხარე ვერ ბედავდა სტრასბურგისთვის მიმართვას, შესაბამისად, სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ საჩივარი რაიმე სახით ჩავარდა, შეუძლებელია.

იურისტია ბატონი კობახიძე და შეგიძლიათ, შეუბრუნოთ კითხვა, რას გულისხმობს სარჩელის ჩავარდნაში, როდესაც ყველა მუხლით, რომლითაც ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ, დაკომუნიცირდა ჩვენი სარჩელები და მიმდინარეობს კომუნიკაცია, მათ შორის, უკვე პირველ სარჩელთან დაკავშირებითაც.

ჩვენ აღნიშნულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით სასამართლოსთვისაც გვაქვს მიმართული, ვითხოვდით ამ პირების დაკითხვას, თუ კი რეალურად “ქართული ოცნების” წარმომადგენლები რაიმე ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა მათ ელემენტარული პასუხისმგებლობის აღებაზეც კი უარი თქვეს, შესაბამისად, მსგავს ცილისმწამებლურ განცხადებებზე ჩვენ სხვა ვერანაირ რეაგირებას ვერ მოვახდენთ.

მათ შორის, ეს განცხადება მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული ცილისწამებაა, მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და აუცილებლად გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი”, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია