გელა გელაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები.

„მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები.

გეკა გელაძემ და პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთო-ს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ