მინისტრის მოადგილე - ტყიბულის მუნიციპალიტეტში  მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა - ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან

ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე არიან სამაშველო სამსახურის, ასევე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული როგორც ქუთაისში, ასევე ტყიბულში. რაც შეეხება გრძელვადიან სამუშაო პროცესს, ამჟამად სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან. ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა. შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავსახოთ სამოქმედო გეგმა", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა