ნატო-ს ყველა წევრმა, ისტორიაში პირველად, თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-იან მაჩვენებელს მიაღწია

ნატო-ს ყველა წევრმა, ისტორიაში პირველად, თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ს მიაღწია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის

ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად 2025 წელს ნატო-ს 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. ანგარიშში გასული წლის ხარჯები ალიანსის შეფასებებს ეფუძნება.

თავდაცვისთვის საერთო ხარჯებმა 2025 წელს 1.4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები (2%) 2025 წელს ჰქონდათ ესპანეთს, პორტუგალიას, ალბანეთს, ბელგიასა და კანადას.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ალიანსის წევრებს შორის პოლონეთს ჰქონდა, რომელმაც თავდაცვისთვის 2025 წელს მშპ-ის 4.3% გამოყო. 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს, ასევე, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და დანიამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა