ლევან მაჭავარიანი - ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ,- ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ბრიტანეთის პარლამენტის მოწოდების შეფასებისას განაცხადა, დაწესდეს ახალი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ.

მისი თქმით, BBC-ის მიერ „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებისა და „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, ბრიტანეთის ხელისუფლების მოსაზრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის საინტერესო არ არის.

„ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ და სხვათა შორის ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს ლიზ ტრასი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ. რაც ბრიტანეთმა იკადრა, ერთი მხრივ, როდესაც მათმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენს ხელისუფლებას დააბრალა ისეთი აბსურდული ზღაპარი, რომლისაც, ალბათ, პატარა ბავშვსაც არ სჯერა, რომ თითქოს მოსახლეობა დავწამლეთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით და მოწამლული არავინ არ არის. მეორე მხრივ, ბრიტანეთის თავდასხმა გვახსოვს ცოტა ხნის წინ თავისუფალ სიტყვაზე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მათ დაასანქცირეს „იმედი“ და „პოსტვ“, იმ, ასევე, აბსურდული არგუმენტით, რომ თითქოს ამ ტელევიზიების გავლენებით ირყევა უკრაინის სუვერენიტეტი და ფრონტის ხაზზე როგორც ვითარდება მოვლენები, თურმე „იმედისა“ და „პოსტვ“-ის ბრალი ყოფილა. ესეც ისეთი სისულელეა, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, როგორც „კამიტი“ რაღაც ცირკს. შესაბამისად, ამ ქმედებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აბსოლუტურად დაკარგა ინტერესი, რას განაცხადებს კონკრეტული დეპუტატი ან ბრიტანეთის პარლამენტი, ვინაიდან ისინი, სამწუხაროდ, აცდენილები არიან იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც დიდი ბრიტანეთი იდგა და გამოირჩეოდა თავისი დემოკრატიული ხაზის გატარებთ. იმასაც აღვნიშნავ, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ ბრიტანეთში კონსერვატიული შინაარსის „ფეისბუქ“ პოსტებისთვის 24 ათასზე მეტი მოქალაქე იქნა დაკავებული. მხოლოდ ესეც კი მეტყველებს, რა მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია ბრიტანეთში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. კერძოდ, ბრიტანეთის პარლამენტმა მოუწოდა მთავრობას, დააწესოს ახალი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე