თამარ ჩერგოლეიშვილი - დარწმუნებული ვარ, რუბიოს ზარი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან იყო კავშირში, არ გამოვრიცხავ, სხვა საკითხებსაც შეეხნენ - სავარაუდოდ, ჩვენი ცის გამოყენება განიხილებოდა, ყურის ძირშია ირანი, არ უნდა გაგვიკვირდეს ზარები

დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებთან იყო კავშირში ეს [მარკო რუბიოს] ზარი, რეგიონში არსებულმა ვითარებამ განაპირობა და არაფერმა სხვამ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სხვა საკითხებსაც შეეხნენ, - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სატელეფონო საუბრის თემა ირანის საკითხს შეეხებოდა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვლის, რომ შესაძლოა, რუბიომ საქართველოში ვითარების ნორმალიზაციაზეც გააკეთა აქცენტი და რიგი კანონების უკან წაღება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი იმ მდგომარეობაშია, რომ მას უკან დახევის ფუფუნება არ აქვს.

“საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 160 კილომეტრში არის ირანი. რატომ არის გასაკვირი, რომ ილაპარაკეს, როცა სახმელეთო ოპერაცია განიხილება ირანში. რეგიონში ვართ და, შესაბამისად, უსაფრთხოებაზე ვილაპარაკეთო, მაგას ვერც კობახიძე უარყოფს.

უსაფრთხოების საკითხები და, მათ შორის, სავარაუდოდ, ჩვენი ცის გამოყენება, მათ შორის, ჩვენი ტერიტორიის გამოყენება განიხილებოდა იმიტომ, რომ ახლოს ვართ, ყურის ძირშია ირანი, ფაქტობრივად და, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ზარები.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საკითხს, ჩვენს ქვეყანაში შიგნით შიიტური ისლამის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ხამენეის ანდერძის შესრულებით იმუქრებოდნენ, აქციები იმართება, ხელისუფლებას ამაზე რეაქცია არ აქვს და ბუნებრივია, ამერიკის ხელისუფლების ყურადღება მოტრიალდა საქართველოსკენ, როგორც შევარდნაძის დროს მოტრიალდა 11 სექტემბრის შემდეგ - წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა შევარდნაძის პირობებში დაიწყო ამერიკამ იმიტომ, რომ საქართველოში, კერძოდ პანკისში “ალქაიდას” კონტაქტები იქნა აღმოჩენილი და ამერიკას ბუნებრივად გაუჩნდა უსაფრთხოების ინტერესი აქ.

საერთოდ არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ ამერიკის ინტერესები რეგიონში არის გაზრდილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებთან იყო კავშირში ზარი, რეგიონში არსებულმა ვითარებამ განაპირობა და არაფერმა სხვამ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სხვა საკითხებსაც შეეხნენ. გასაგებია ამერიკის პოზიცია და იმას გაიმეორებდა რუბიო, რომ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაცია უნდა მოხდეს იმ თვალსაზრისით, რომ ოპონენტების დევნა შეწყდეს, გრანტების კანონი გაუქმდეს, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან. “პერესტროიკა” რომ დაიწყო გორბაჩოვმა, მაშინ ჩამოინგრა”, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მან ასევე ოპოზიციური ალიანსის გეგმებსა და ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა იცოდნენ, რა გეგმები აქვს ოპოზიციურ ალიანსს და როგორ აპირებს “ქართული ოცნების” დამარცხებას.

“31 მარტს დავაანონსებთ ეროვნულ კამპანიას, მოვყვებით იმას, შინ რას ვაკეთებთ. ამერიკაში ვიზიტიც მზადდება. მიუხედავად იმისა, ვინ დაურეკავს კობახიძეს, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. მიმაჩნია, რომ რუსეთის პროქსი რეჟიმის მარცხი ამ ქვეყანაში იქნება არა მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვება, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გეოპოლიტიკური ძვრების დროს ჩვენი ოპოზიციური ალიანსის გეგმების შესახებ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ჩვენს პარტნიორებს გავაგებინოთ, როგორ ვაპირებთ რუსეთის პროქსი რეჟიმის დამარცხებას საქართველოში”, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ამერიკული მხარის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება.

მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ პლატფორმა X-ზე დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სატელეფონო საუბარს „ნაყოფიერი“ უწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, საუბრის დროს, ხაზი გაუსვეს „პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას“. როგორც კობახიძე წერს, „ადასტურებს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში