გახარიას პარტიის დეპუტატი შოთა ბერეკაშვილს - სულ ტყუილად შემოგაჩეჩათ ეს ბუღალტერია კობახიძემ, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით, რომ არაფერი გამოდის

ბატონო შოთა, სულ ტყუილად შემოგაჩეჩათ ეს ბუღალტერია კობახიძემ. გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი გამოდის, - ასე მიმართა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ, კომისიის თავმჯდომარეს, შოთა ბერეკაშვილს.

როგორც მან აღნიშნა, „ირაკლი კობახიძე ცდილობს, წინა ადმინისტრაციიდან გადმოაწყოს ბიზნესი ახალ ადმინისტრაციაზე“.

„ბატონო შოთა, სულ ტყუილად მიიჩეჩეთ კობახიძის ბუღალტერია, მერწმუნეთ. სულ ტყუილად შემოგაჩეჩათ ეს ბუღალტერია კობახიძემ. ბატონო შოთა, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი არ გამოდის და უბრალოდ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. კობახიძე ცდილობს წინა ადმინისტრაციიდან გადმოაწყოს ბიზნესი ახალ ადმინისტრაციაზე. ხომ ბრძანა კალაძემ, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ 99% არის ჩვენი დამფინანსებელი და ჩვენი მხარდამჭერიო. ახლა რა გინდათ თქვათ, რომ ამ თქვენს მხარდამჭერებსა და დამფინანსებლებს, ფასებს დააკლებინებთ? თქვენ დარდობთ მოსახლეობაზე, რომ მოსახლეობას ჰქონდეს დაბალი ფასები? ეს არის სრულიად ტყუილი. გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით, რომ არაფერი გამოდის. ხალხსაც გაუხარდება და თქვენც უფრო მამაცი გამოჩნდებით“,- განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

დეპუტატის კითხვას კომისიის სხდომაზე უპასუხა შოთა ბერეკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის მიზანია, რეფერენტული ფასების მუშაობაზე ინფორმაციის მიღება.

„შეხვედრის მიზანია, რომ დავრწმუნდეთ, რეფერენტული ფასები მუშაობს. ეს თუ ვრცელდება დღეს 7 ათას მედიკამენტზე, ჩვენი მიზანი არის, რომ ეს გაფართოვდეს და გავრცელდეს 11 ათას მედიკამენტზე“,- განაცხადა ბერეკაშვილმა.

ამასთან, კომისიის სხდომაზე დაჯი კოვზირიძემ „პე ეს პე ჯგუფის“ წარმომადგენელს, გუგა რამიშვილსაც მიმართა დაინტერესდა, თუ არის შესაძლებელი მედიკამენტებზე ფასების 10 და 15%-ით შემცირება.

„მაინტერესებს შეგიძლიათ თუ არა ფასების დაკლება და იაფად გაყიდვა მედიკამენტების, უახლოეს პერიოდში. მე რასაც ვუყურებ, საუბრობთ, რომ რეფერენტულ ფასებს ეთანხმებით და ყიდით ძალიან დაბალი ფასნამატით. შეგიძლიათ 10-15 %ით იაფად გაყიდოთ მედიკამენტები?“- აღნიშნა დეპუტატმა, რომელსაც გუგა რამიშვილმა უპასუხა, რომ „ეს არ არის შესაძლებელი“ და მიზეზიც ახსნა.

„თქვენ რომ გქონდეთ კომპანია, საიდანაც მოიგეთ 3.89%, მედიკამენტს თუ რაც იქნება, 10%-იანი ფასდაკლებით გაყიდით? - ჩვენც ვერ შევძლებთ. თუ მომგებიანი არ იქნება ბიზნესი, ის არ იფუნქციონირებს“,- განაცხადა გუგა რამიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში