შსს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებას ადასტურებს.

ამასთან, როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ჟურნალისტის მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აფგან სადიგოვზე დაკავებისას იძალადეს, არის ტყუილი.

რა მუხლით არის მის წიმააღმდეგ გამოძიება დაწყებული, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს. როგორც თამთა მიქელაძე განმარტავს, უცნობია ჟურნალისტის დაკავების მიზეზი და ასევე, მისი ადგილსამყოფელი.

,,ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს. როგორც გახსოვთ, მიმდინარე წლის 17 იანვარს საქალაქო სასამართლომ ამ საკითხზე საქმე პროკურატურაში გადააგზავნა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ ეს ასეა, როგორც ჩანს "ქართული ოცნება" ცდილობს აფგან სადიგოვის საქმეზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღოს და ალიევის რეჟიმს კიდევ ერთი ძღვენი მიართვას [რატომ არ ვიცი].

ჩვენ ახლა ყველა საშუალებას ვიყენებთ მისი დაკავების მიზეზისა და ადგილსამყოფელის დასადგენად. კარგი იქნება, თუ მედია ასევე დაგვეხმარება ამ ამბის დროულ გარკვევაში" წერს თამთა მიქელაძე "ფეისბუქზე".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე