შალვა პაპუაშვილი - სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რეგიონის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ექნება რეგიონის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

პაპუაშვილის თქმით, მათ შორის შეხვედრას გამართავს სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, რომლებთანაც რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

„რა თქმა უნდა, შეხვედრები იქნება რეგიონის პარლამენტების თავმჯდომარეებთან. დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებს შევხვდები და ვისაუბრებთ რეგიონის მნიშვნელობაზე იმ საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რასაც დიდ რეგიონში ვხედავთ. ის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოხდა, წინ მიდის ორმხრივი ურთიერთობები, იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი რეგიონი, რომელიც არის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, სტაბილურად მომავალშიც შეასრულებს თავის ფუნქციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს