სალომე ზურაბიშვილი ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის განაჩენზე - დღეს მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი, პირველ რიგში, თავის თავს გამოუტანა - ასევე, ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია

დღეს ამ მოსამართლემ - თეა ლეონიძემ (ეს სახელი არ დაივიწყოთ), განაჩენი პირველ რიგში, თავის თავს გამოუტანა, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

ზურაბიშვილი როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე, განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა.

„ისტორიაში შევიდა, შეიძლება ითქვას, განაჩენი გამოუტანა ამ რეჟიმს, რადგან ამის მერე აღარაფერი აკლია ამ რეჟიმს, რომ იყოს სრულყოფილი დიქტატურა, სადაც სასამართლო არ არსებობს. ყველამ ვიცით, რომ აქ არც ერთი ნიშანი დანაშაულის არ იყო, იყო გამოხატულება თავისუფლების, თავისუფალი აზრის. მათ არაფერი საერთო ერთმანეთში არ ჰქონიათ გარდა იმისა, რაც ციხეში გაუჩნდათ. ამიტომ არანაირი საფუძველი არაფრის არ იყო, ეს განაჩენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტოტალური განაჩენია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება