საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომას მასპინძლობს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, სხდომის მასპინძლობა პატივია. მასში 11 ქვეყანის წარმომადგენლობა მონაწილეობს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომას, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო განიხილავს და შეაჯამებს ასამბლეის საქმიანობას, მომავალ გეგმებს დასახავს. 11 ქვეყანა მონაწილეობს სამდივნოს ფარგლებში დღევანდელ სხდომაში. მიხარია,რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღონისძიება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ასამბლეის მიმართ. ასევე, ასამბლეის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოს ისტორიისადმი, წვლილისთვის, რაც ქართველ ერს შეტანილი აქვს ქრისტიანობის გავრცელებასა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომაში რუსეთის ფედერაციის საკითხს, პაპუაშვილმა განმარტა, რომ რუსეთს შეზღუდული აქვს წევრობა, უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის დაწყების მომენტიდან, შესაბამისად, ის 2022 წლიდან სხდომებში არ მონაწილეობს.

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იყო ერთ-ერთი, თუ პირველი არა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან აგრესიული ომის დაწყების მომენტიდანვე შეუზღუდა მას წევრობა. ასე რომ, 2022 წლიდან რუსეთი ამ ღონისძიებებში არ მონაწილეობს და შეჩერებული აქვს წევრობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს