შალვა პაპუაშვილი მარია ზახაროვას განცხადებაზე - საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით და არ უყურებს იმას, ვინ, რას ამბობს

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით და არ უყურებს იმას, ვინ, რას ამბობს და ვინ, როგორ აფასებს , - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთს მოუწევს საქართველო „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მან არ იცის განცხადების შინაარსი, თუ რას გულისხმობს ზახაროვა, თუმცა ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით.

„ჩვენი 35 - წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში შეჩვეულები ვართ იმას, რომ ის, ვინც აყოლია სხვის შეფასებებს, საქართველოსთვის კარგი შედეგი არ მოუტანია. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ უსმენს, არ არის აყოლილი სხვების განცხადებებს და ერთადერთი, ვინც უსმენს ეს არის ქართველი ხალხი და მისი ინტერესები, გვაქვს 14 წლიანი მშვიდობის უწყვეტი პერიოდი და ეკონომიკური აღმავლობის განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც ჩვენ, რამდენიმე წლიან მონაკვეთში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი ზრდა შევძელით და ვართ ლიდერები მსოფლიოში.

რაც შეეხება ვაჭრობას, არ ვიცი, როგორც ვხვდები რუსეთი ძალიან კარგად ვაჭრობს ევროკავშირთან, რუსეთს ამის სურვილი აქვს. ნახსენები იყო ალკოჰოლური სასმელები, ღვინო და ა.შ. შეგახსენებთ, თუკი ვინმესთან არის რუსეთი არამეგობრულ ურთიერთობაში, ეს ბალტიის ქვეყნებია და შეგახსენებთ,რომ ლიეტუვა იყო ლიდერი, საქართველოს უსწრებდა ღვინის ექსპორტით და შესაბამისად, რუსეთში იმპორტით. ასე რომ არ ვიცი, განცხადების შინაარსი, რას გულისხმობს, თუმცა ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებით და ის, რაც იქნება კარგი ჩვენი ხალხისთვის, ზუსტად ისე იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვამ განაცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგვინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამასთან მისი თქმით, რუსეთს მოუწევს საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია