შალვა პაპუაშვილი - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრემიერ-მინისტრთან ზარის შინაარსი იყო იმაში იყო, რომ არის მზაობა ურთიერთობების აღდგენის და მნიშვნელოვანია დავიწყოთ კონკრეტული მუშაობა - ვიზიტის თარიღები შეთანხმებული ჯერ არ არის

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრემიერ-მინისტრთან ზარის შინაარსი იყო იმაში იყო, რომ არის მზაობა ურთიერთობების აღდგენის და მნიშვნელოვანია დავიწყოთ კონკრეტული მუშაობა ამ მზაობისთვის. [ვიზიტის] თარიღები შეთანხმებული ჯერ არ არის , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აშშ-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე.

მისი თქმით, [აშშ-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე] რამე თარიღი არ ყოფილა შეთანხმებული, ფაქტია, რომ არის კომუნიკაციის, ვიზიტების სურვილი.

„არ ვიცი, კონკრეტული ჯერ დაგეგმილია ასე, არაფერია. თავისთავად იგულისხმება, რომ როდესაც არის სურვილი ორივე მხრიდან და სწორედ ეს იყო სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარის მიზანიც, რომ უმაღლეს დონეზე დაედასტურებინა აშშ-ს სურვილი, რომ დიალოგი აღდგენილიყო, ჩვენი ურთიერთობა იყოს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს. შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯები გულისხმობს კომუნიკაციას, ეს იქნება ვიზიტებით თუ სხვა სახის კომუნიკაცია, ეს უკვე ტექნიკური საკითხია. იცით, რომ ბოლო პერიოდში ინტენსიურია ვიზიტები, როგორც საქართველოში ისე, პირიქითაც, ახლა განათლების მინისტრი იმყოფება აშშ-ში და შეხვედრებს მართავს. [აშშ-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე] რამე თარიღი არ ყოფილა შეთანხმებული, ფაქტია, რომ არის კომუნიკაციის, ვიზების სურვილი. რა და როგორ იქნება, ეს ლოჯისტიკის საკითხია“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა შეკითხვას, საერთოდ იქნება თუ არა საქართველოში აშშ-ს დელეგაციის ვიზიტი.

„თავისთავად, აბა, სხვანაირად როგორ იქნება ურთიერთობების აღდგენა. საუბარია საჭირო და ამ საუბრისთვის საჭიროა ვიზიტები. საუბარი იყო იმაზე, რომ იქნება ვიზიტები ორივე მხრიდან“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, მარკო რუბიოს ზარის დროს იყო თუ არა საუბარი ვიზიტებზე, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ რა თქმა უნდა“.

„სახელმწიფო მდივნის პრემიერ-მინისტრთან ზარის შინაარსი იყო სწორედ ეს. შინაარსი იმაში იყო, რომ არის მზაობა ურთიერთობების აღდგენის და მნიშვნელოვანია დავიწყოთ კონკრეტული მუშაობა ამ მზაობისთვის. [ვიზიტის] თარიღები შეთანხმებული ჯერ არ არის. ის, რომ იქნება გაცვლა, ვიზიტები ამაზე ზოგადი შეთანხმება, რა თქმა უნდა, არის და თარიღებიც დაზუსტდება შესაბამისად“- განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ „ჩვენ, ჩვენი კარი ღია გვაქვს ყველასთვის, ვისაც ქართველ ხალხთან უნდა მეგობრობა“.

პაპუაშვილის თქმით, ურთიერთობა არ არის ცალმხრივი მოძრაობის გზა, ეს არის ორმხრივი მოძრაობის გზა.

„ამიტომ, ვერანაირი ურთიერთობა ვერ აეწყობა მხოლოდ ცალმხრივი მოლოდინებით. ჩვენ ვეყრდნობით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სიტყვებს, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპს - ისინი აღიარებენ, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი ეროვნული პრინციპი და სხვა ქვეყნებს ეროვნული ინტერესების აღიარებით შედიან დიალოგში სხვა ქვეყნებთან. იქ, სადაც აშშ-ს ეროვნული ინტერესები ემთხვევა სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იკვრება ალიანსები.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ჩვენ ვართ მზად, რომ შევთანხმდეთ ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება რეალურ დღის წესრიგზე, შინაარსზე,რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები,ისე ამერიკელი ხალხის ეროვნული ინტერესები. ეს არის პროცესი, რომ ჩვენ ვართ მზად შევთანხმდეთ, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან შევთანხმდეთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც დაეფუძნება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაზიარებას და გათვალისწინებას“ ,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე, პაპუაშვილმა ასევე აღნმიშნა, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისთვის ცნობილია, რა არის გასაკეთებელი, რომ ურთიერთობები იყოს იქ, სადაც იმსახურებს საქართველო-ამერიკას შორის წარსული თანამშრომლობა.

„ვიქრობ, როგორც აშშ-ს ადმინისტრაციამ, ისე ჩვენმა ხელისუფლებამ საკმარისად ვისაუბრეთ საჯაროდაც და არასაჯაროდაც, თუ როგორ გვესახება ჩვენ ჩვენი ურთიერთობების აღდგენა, რომელიც სრულად დააზიანა წინა ადმინისტრაციამ, მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ მას სურდა მისი მორჩილი ხელისუფლების მოყვანა საქართველოში და როცა ამ მიზანს ვერ მიაღწია, იყო მცდელობა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, რომ არადემოკრატიული გზებით შეეცვალა ხელისუფლება. ამან მიგვიყვანა იმ ურთიერთობების რღვევამდე. ასე რომ ეს სრულად წინა ადმინისტრაციის „დამსახურებაა“, რომ ამ რეგიონში ყველაზე ერთგული პარტნიორისგან თვითდისტანცირება მოახდინა. შესაბამისად, აშშ-სთვის ცნობილია, თუ რა არის ჩვენი პოზიცია, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები მივიდეს თვისებრივად ახალ სტრატეგიულ პარტნიორობასთან, რომელსაც ექნება შინაარსი, ეს არ იქნება მხოლოდ ფურცელზე, როგორც ეს იყო მანამდე. შეგახსენებთ, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის ხელი 2009 წელს მოეწერა, ომიდან რამდენიმე თვეში და ეს იყო დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომისთვის, რომ მას ქართველი ხალხისთვის ეჩვენებინა, დავმარცხდით, ტერიტორიები ოკუპირებულია, დაგვეღუპნენ ჯარისკაცები და ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ, სამაგიეროდ, აი, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს იყო მაშინ მთელი არსი იმ ადმინისტრაციის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერისა და შინაარსი არასდროს შეუძენია, რეალურად რაც უნდა ჰქონოდა. ჩვენ ყოველ წამიერად და წუთიერად ვაჩვენებდით ჩვენს ერთგულებას, ვაჩვენებდით ცხელ წერტილებში ჩვენ ერთგულებას“ ,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში