საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სტუმრობისას, საქართველოს დელეგაციის წევრებს აკადემიის ხელმძღვანელმა - რუსტამ ხატამოვმა უმასპინძლა, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ საპოლიციო განათლების სფეროში მიმდინარე და დანერგილ რეფორმებზე, სასწავლებლის სტრუქტურულ მოწყობასა და საქმიანობაზე.

თავის მხრივ, გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საპოლიციო განათლების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტში სტუმრობისას კი, შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალურად გაეცნო დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას და ამავე დეპარტამენტში მოქმედი ერთიანი ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს