შალვა პაპუაშვილი - აქ თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, უბრალოდ გვირტყას და გავჩუმდებით, ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია - საბჭოთა მოსკოვს არ უჩუმდებოდა ქართველი ხალხი და როგორმე ბრიუსელს არ გავუჩუმდებით

აქ თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, ჩვენ უბრალოდ გვირტყას და ჩვენ გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია - საბჭოთა მოსკოვს არ უჩუმდებოდა ქართველი ხალხი და როგორმე ბრიუსელს არ გავუჩუმდებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ის, რასაც ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით, ფარულად აკეთებდა და ამაზე „ქართული ოცნება“ საუბრობდა, ეს ახლა საჯარო ხდება.

„თუ ასეა საუბარი, რომ თუ საქართველო შეცვლის მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ამ შემთხვევაში არის პერსპექტივა, მაშინ, ამ შემთხვევაში, ეს არის მართლაც კატასტროფული მოწოდებაა საქართველოს მიმართ. ეს ყველაფერი ხდებოდა, ოღონდ ფარულად, სულ უფრო მეტად და მეტად საჯაროდ გამოდის, ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, საით მიგვაქანებს სინამდვილეში ბრიუსელი. ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით, მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ეს არის ის, რომ საქართველო არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. მათ არ აკმაყოფილებთ, რომ საქართველო უზრუნველყოფს, ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს საქართველოში, არამედ ბრიუსელი მოითხოვს საქართველოსგან, რომ საქართველომ თავად დაუწესოს რუსეთს სანქციები. ეს გულისხმობს თანხვედრაში ყოფნას ბრიუსელის სანქციებთან. თუკი ბრიუსელი ამბობს, რომ უნდა იყოს სავიზო მიმოსვლა რუსეთთან, ჩვენც უნდა შემოვიღოთ. თუკი ამბობს, რომ რაღაც მიმართულებით ვაჭრობა პროდუქტების არ უნდა გვქონდეს, ჩვენც უნდა შემოვიღოთ ეს სანქციები. ეს არის ერთადერთი საკითხი ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ქმედებებში, სადაც ბრიუსელი ფარულად ნახევარი წინადადებებით თუ სიტყვებით გვაკრიტიკებდა, რომ არ ვართ სრულ თანხვედრაში სანქციების პოლიტიკასთან, რაც ნიშნავს, რომ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს თუა მათი განცხადება, თუ ეს წერია, რომ თუ საქართველო საგარეო პოლიტიკას შეცვლის, ნიშნავს, რომ უნდათ ესკალაციაში შეგვიყვანონ რუსეთთან, რაც ბოლოში ნიშნავს ომს.

აქ თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, ჩვენ უბრალოდ გვირტყას და ჩვენ გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია. მათ შორის, საბჭოთა კავშირში საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკად რომ ვიყავით ის ისტორია არ სცოდნიათ. ჩვენ მოსკოვს არ ვუჩუმდებოდით. არ სცოდნიათ ჩვენი ისტორია თუ ჰგონიათ, რომ მოვლენ, აქ პრორუსებს გვეძახიან, დაგვაბრალებენ იუკნივიჩიანები, კაია კალასები და სხვები და ჩვენ გავჩუმდებით. ზუსტად მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ არ გავუჩუმდებით. საბჭოთა მოსკოვს არ უჩუმდებოდა ქართველი ხალხი და როგორმე ბრიუსელს არ გავუჩუმდებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ