GCCA-ის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, GCCA-ის თანამშრომლებმა ბოლნისის N3 და დიდი დმანისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, ჯამში 70-მდე მოსწავლეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები დარღვევის შემთხვევაში და რომელ უწყებებს უნდა მიმართონ.

„სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად კონკრეტული „ქეისები“ მიმოიხილეს. შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა