სუს-ის ანგარიშის თანახმად, უცხო ძალების დაკვეთითა და მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ, ცალკეული ჟურნალისტი, ექსპერტი თუ პოლიტოლოგი ამზადებდა „სხვადასხვა ტენდენციური და პროპაგანდისტული ხასიათის მასალას, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უცხო ძალების დაკვეთითა და გარკვეული მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ, ცალკეული ჟურნალისტი, ექსპერტი თუ პოლიტოლოგი ამზადებდა სხვადასხვა ტენდენციური და პროპაგანდისტული ხასიათის მასალას, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

გარდა ამისა, როგორც სუს-ი აცხადებს, უცხოური დაფინანსებით მოქმედი მედიასაშუალების ზოგიერთი წარმომადგენელი აწყობდა სხვადასხვა ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, რაც დამკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ პროპაგანდისტული საქმიანობის წარმართვას ემსახურებოდა.

სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ სხვადასხვა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ პროპაგანდისტული საქმიანობისა და ანტიქართული ნარატივების გავრცელების მიმართულებით, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული გაერთიანებები კვლავ რჩებოდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესის არეალში.

„გამოიკვეთა ორგანიზაციები და მათი ლიდერები, ასევე, ცალკეული პირები, რომლებსაც ახლო კავშირები გააჩნიათ უცხოეთში მაღალი თანამდებობის პირებთან და სპეციალურ სამსახურებთან.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული კამპანიების მონიტორინგს. გამოვლენილ იქნა სხვადასხვა სახის სოციალური ქსელების ანგარიშები, რომელთა მეშვეობით ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში შუღლისა და ნაციონალისტური განწყობების გაღვივება. არსებული გამოწვევების გასანეიტრალებლად სამსახურის მიერ ტარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

აქვე საყურადღებოა, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს ეზრდებათ მასშტაბური დეზინფორმაციული და მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიის ორგანიზების შესაძლებლობები. ეს ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების, ასევე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების პროვოცირებისთვის.

შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ზემოაღნიშნული მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირებისთვის საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და საუკეთესო გამოცდილების შესწავლას”, - ნათქვამია სუს-ის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა