ნინო წილოსანი - პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა - პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა

პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა - მას ის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაუფართოვდა, რომელსაც აქამდე ახორციელებდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა, რაც სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.

მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაციას გაუწევს, რაც ძლიერი გადაადგილებაა. მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაამტკიცა, რამდენად შეუძლია ამ ურთულეს მისიებს თავი გაართვას. მივესალმები იმ საკადრო ცვლილებებს, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძის გადაყვანას და შს მინისტრად სულხან თამაზაშვილის დანიშვნას გულისხმობს. პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა. ეს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ სისტემის სრულყოფას, რამაც ქართველი ხალხი არაერთხელ დაიცვა და არეულობას გადაარჩინა“, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული საკადრო ცვლილებები, წილოსანმა უპასუხა, რომ პრემიერის ეს ცვლილებები ნაკარნახევი იყო იქიდან, რომ სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაცია სჭირდებათ, „რასაც ალბათ, მამუკა მდინარაძეზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა“.

მამუკა მდინარაძე ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს. მან უფრო პოლიტიკის და საჯარო სივრცეში გადმოინაცვლა. მამუკა მდინარაძე იყო დანაკლისი, როცა ის აქტიური პოლიტიკური ფიგურა აღარ იყო, მას შემდეგ, რაც სუს-ს ხელმძღვანელობდა. ეს ჩვენი გუნდისთვისაც კარგი ცვლილებაა.

ალბათ, პრემიერის ეს ცვლილებები ნაკარნახევი იყო იქიდან, რომ სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაცია სჭირდებათ, რასაც ალბათ, მამუკა მდინარაძეზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა. მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ და საჯარო ასპარეზს უბრუნდება, სადაც დიდი უპირატესობა აქვს. პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა. არანაირი ინტერპრეტაცია, რომელიც, შესაძლოა, ჩვენი ოპონენტებისგან ან პარტიული ტელევიზიებისგან მოვისმინოთ, არ იქნება რელევანტური - მას ის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაუფართოვდა, რომელსაც აქამდე ახორციელებდა”, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია