კახა კალაძე - მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების ხელშეუხებლობა, ქართული ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების, კულტურის დაცვა, ეს „ქართული ოცნების“ 14- წლიანი პოლიტიკის შედეგია

მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხელშეუხებლობა, ქართული ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების, კულტურის დაცვა, ეს „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, 2012 წლის 21 აპრილი არ იყო მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის დღე, „ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას“.

„2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა.

ეს არ იყო უბრალოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას.

„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ეს მოთხოვნა სამოქმედო გეგმად და მთავარ პრინციპად აქცია, რომლისთვისაც არასდროს გადაუხვევია, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.

მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხელშეუხებლობა, ქართული ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების, კულტურის დაცვა, - ეს „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პოლიტიკის შედეგია.

ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და მის მხარდამჭერებს დღევანდელ დღეს. მადლობა საქართველოს ერთგულებისთვის!“, - წერს კახა კალაძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს