თაზო დათუნაშვილი - ივანიშვილის ძალიან დიდ სისუსტეზე მეტყველებს ასეთი ხშირი გადაადგილებები ძალოვან სტრუქტურებში - აზრს იცვლის იმის მიხედვით, ვინ უფრო მეტ ამბავს მიუტანს იმის შესახებ, თუ ვინ რას აკეთებს

ივანიშვილის ძალიან დიდ სისუსტეზე მეტყველებს ასეთი ხშირი გადაადგილებები ძალოვან სტრუქტურებში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძისთვის გენერალ-მაიორის წოდება, „მისთვის სახის შენარჩუნების მცდელობა იყო“.

„ქვიშის კარიერის გენერალი სიმუსი აღმოჩნდა რამდენიმე საათიანი ფუტლარი. სინამდვილეში, მდინარაძე აღმოჩნდა იქ, სადაც მას ადგილი განუწესა ბატონმა ივანიშვილმა. ძალოვან სტრუქტურებში ასეთი ხშირი ცვლილებები და გადაადგილებები, ე.წ. კარუსელი სამინისტროებს შორის, მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, საქართველო დღეს იმართება ერთი ახირებული ბერიკაცის შიშებით, პარანოიებით, გაბრაზებებით.

ამდენი ცვლილება ნიშნავს, რომ ივანიშვილი არ არის მყარი, სტაბილური, ვერ აფასებს ვითარებას სწორად, სრულფასოვნად და აზრს იცვლის იმის მიხედვით, ვინ უფრო მეტ ამბავს მიუტანს იმის შესახებ, თუ ვინ რას აკეთებს. ვერავინ იტყვის, რომ სუს-ში რამდენიმეთვიანი მუშაობით ვინმემ შეიძლება რამე წარმატებას მიაღწიოს, მითუმეტეს საეჭვო ნიჭებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანს, როგორიც მდინარაძეა. მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება წინა ხაზს, დაუბრუნდება მაიმუნობას ტელეკამერებთან, ამის მიღმა იქნება ის, რაც ჩვენ უკვე დავინახეთ.

„კარუსელები“ გაგრძელდება იმიტომ, რომ პარანოია არის პროგრესირებადი, პოლიტიკური პარანოია ყოველთვის პროგრესირებადია.

მდინარაძის პოსტი სინამდვილეში არაფერს ნიშნავს, ტყუილად არ ვახსენე ქვიშის კარიერის გენერლობა, ზუსტად იმავეს ნიშნავს უპორტფელო მინისტრი. ეს არის სახის შენარჩუნების მცდელობა, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ სახით, რომლითაც მდინარაძე ამ ბრიფინგზე იდგა, სახის შენარჩუნება ცოტა გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ მდინარაძისთვის, სახეზე ეწერა ყველაფერი ამ კაცს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია