ნიკა გვარამია - კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია

კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნებაა.

გვარამიას შეფასებით, მამუკა მდინარაძე „გასაოცარი ბიოგრაფიის“ მქონე პირია.

„კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია და მთლად, იმავე დღეს არ არსებულ თანამდებობაზე „დანიშნონ”.

ჭეშმარიტად, მხოლოდ მამუკა მდინარაძე შეიძლება ასეთი გასაოცარი ბიოგრაფიის პატრონი იყოს, მანამდე ალეკო ელისაშვილის მიერ ცხვირდაკორექტირებული”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს