ანტონიო გუტერეში აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას მიესალმება და მხარეებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი მიესალმება შეერთებული შტატების განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შესახებ, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეესკალაციისკენ და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის კრიტიკული სივრცის შექმნისკენ.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიყენონ ეს იმპულსი, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში კონფლიქტის მდგრადი და ხანგრძლივი გადაწყვეტის მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გენერალური მდივანი შემდგომი მოლაპარაკებების ხელშეწყობის კუთხით პაკისტანის ძალისხმევის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს.

„გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი გადაწყვეტისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა