გიგი წერეთელი - ფლორიდაში სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და სერგეი ტიხანოვსკისთან შეხვედრა გულწრფელად გამიხარდა - არც ისე შორია დრო, როცა ისინი იქნებიან ლიდერები დემოკრატიული ბელარუსის, რომელიც ევროპულ საქართველოსთან ერთად ღირსეულ ადგილს დაიკავებს ცივილიზებული ქვეყნების გვერდით

დარწმუნებული ვარ, ეს თავდადებული ადამიანები აუცილებლად დაბრუნდებიან სამშობლოში და იქნებიან დემოკრატიული ბელარუსის ლიდერები - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და სერგეი ტიხანოვსკისთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, ოპოზიციის ლიდერებს ის ფლორიდაში შეხვდა, სადაც მათთან ერთად უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ურთიერთობების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

„გულწრფელად გამიხარდა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და სერგეისთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ფლორიდაში. ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ურთიერთობების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში.

სერგეის პირველად შევხვდი მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ და მძიმედ აღსაქმელი იყო მისი უმკაცრესი პოლიტიკური პატიმრობის ისტორიის გახსენება. ამავდროულად, სასიხარულოა, რომ ის მხნედაა და კვლავ, სვეტლანასთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად , ემიგრაციაში აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსისთვის.

სვეტლანა ტიხონოვკაიას არაერთხელ, საჯაროდ განუცხადებია მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებისთვის. მან კარგად იცის ამ ბრძოლის ფასი, საპროტესტო მოძრაობისა და პროდასავლური ოპოზიციის სირთულეები. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თავისუფალი არჩევნები მისი მთავარი მიზანია, ამიტომ სრულად სოლიდარულია საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ამავე მოთხოვნებთან. საინტერესო იყო მისი გამოცდილების და ხედვის მოსმენა.

დარწმუნებული ვარ, არც ისე შორია ის დრო, როცა ეს თავდადებული ადამიანები დაბრუნდებიან სამშობლოში, იქნებიან დემოკრატიული ბელარუსის ლიდერები, რომელიც თავისუფალ, ევროპულ საქართველოსთან ერთად ღირსეულ ადგილს დაიკავებს ცივილიზებული ქვეყნების გვერდით!“, - წერს გიგი წერეთელი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა