რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

მხარეებს შორის შეხვედრაში მონაწილეობა თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ჰაკან ფიდანმა და იაშარ გულერმა მიიღეს.

მანამდე, რუტემ თურქეთის სამხედრო საწარმო კომპანია Aselsan-ი მოინახულა.

„ნატო თურქეთისა და მოკავშირეების დასაცავად ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კომპანიაში ვიზიტისას.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა