უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის სასწავლო პროგრამას დააფინანსებს

ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებასა და პროცესების გაციფრულებასთან ერთად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებლებს ეზრდებათ კარიერული შესაძლებლობები, რაც მიგრაციის პროცესს სულ უფრო აჩქარებს.

დასაქმებისა და განათლების ბაზრის გლობალიზაციამ ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, კონკურენტულები გახდნენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რაც პირდაპირ აისახება მათი შემოსავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, რადგან სამშობლოს დატოვების შემდეგ, ემიგრანტს ცხოვრების ფაქტობრივად, თავიდან დაწყება უწევს, რაც ხანდახან ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად.

პროფესიული და ფინანსური სტაბილურობის ძიების პარალელურად, შრომითი მიგრანტი ეძებს რეალიზებისა და განვითარების ახალ გზებს, რა პროცესშიც ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა ხდება პიროვნული და კარიერული ტრანსფორმაციის გზა. საბოლოო დანიშნულების პუნქტი კი, პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება და საკუთარი თავისა და ოჯახისთვის უკეთესი ეკონომიკური რეალობის შექმნაა.

ამერიკაში მცხოვრები ბევრი ქართველი დღეს სწორედ ამ გზაგასაყარზე დგას: რა არის შემდეგი ნაბიჯი? როგორ გადავიდე განვითარებისა და რეალიზების ახალ ეტაპზე?

ამ კითხვებზე პასუხის ძიებამ გააჩინა ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა — პროექტი „ბიზნეს კონსულტანტი“, რომელიც შეიქმნა უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის’’ და საზოგადოებრივი პლატფორმა Georgian Space-ის თანამშრომლობით და გულისხმობს აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამებით თვითრეალიზების ახალი პერსპექტივების შექმნას.

ნანუკა თევზაძე - „ჯორჯიან სფეისის“ დამფუძნებელი და ნათია გოცაძე - უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ რექტორი

პროექტის დაბადება - რეალური საჭიროებიდან რეალურ გადაწყვეტამდე!

პროექტის იდეა არ გაჩენილა თეორიაში - ის დაიბადა უშუალოდ ემიგრანტებთან დიალოგში. 2025 წლის დეკემბერში, ნიუ იორკიში გაიმართა „ალტერბრიჯისა“ და Georgian Space-ის ერთობლივი შეხვედრა ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან. ეს იყო სივრცე, სადაც ისმოდა რეალური ისტორიები, განიხილებოდა გამოწვევები, იკვეთებოდა შესაძლებლობები. მონაწილეთა აქტიურმა გამოკითხვამ, მკაფიოდ აჩვენა - ემიგრანტებს სჭირდებათ არა უბრალოდ კურსი, არამედ პრაქტიკაზე დაფუძნებული, სისტემური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მორგებულია ამერიკულ რეალობაზე. ცოდნა, რომელიც გახდება საუკეთესო ცვლილებების დასაწყისი.

სწორედ ამ უკუკავშირის საფუძველზე ჩამოყალიბდა ექსკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამა - US Small Business & Career Development Program და 2026 წლის 11 იანვარს თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა მემორანდუმით.

ამგვარად, „ალტერბრიჯისა“ და Georgian Space-ის ინიციატივა გახდა არა მხოლოდ იდეა, არამედ კონკრეტული პასუხი კონკრეტულ საჭიროებაზე.

რას მოიცავს US Small Business & Career Development Program და ვის შეუძლია მასში მონაწილეობა?

US Small Business & Career Development Program არის 6-თვიანი ინტენსიურ სასწავლო კურსი, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკასა და ინდივიდუალურად მუშაობას. მისი მთავარი მიზანია, ქართველ ემიგრანტებს მისცეს ცოდნა და ინსტრუმენტები, რომ შექმნან, მართონ და განავითარონ ბიზნესი აშშ-ი, რაც მათ ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში დაეხმარება.

პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი მოდულისგან:

1. პიროვნული განვითარება და კარიერული შესაძლებლობები ამერიკაში - ემიგრანტის ადაპტაცია და სტრესის მართვა; ემოციური ინტელექტი და თვითმოტივაცია; გადაწყვეტილებების მიღების მოდელები და დროის მართვა და პროდუქტიულობა. მოდულის ფარგლებში მონაწილე პასუხობს მთავარ კითხვას: ვინ ვარ და რა მინდა?“

2. ბიზნესის მოდელირება - იდეიდან მოგებამდე - პროგრამის ცენტრალური ნაწილი, სადაც იდეა გარდაიქმნება რეალურ ბიზნესად. მონაწილეები სწავლობენ ბიზნესის მართვის მოდელებს; აშშ-ის ბაზრის კვლევასა და სეგმენტაციას; ბიზნესის რეგისტრაციასა და ფინანსურ მართვას; დაფინანსების წყაროებს და ინვესტიციებს. მოდული კურსის მონაწილეს საშუალებას აძლევს, უპასუხოს კითხვას: როგორ ვაქციო იდეა შემოსავლის წყაროდ?“

3. მარკეტინგული კომუნიკაცია და გაყიდვები - მონაწილეები სწავლობენ სოციალური მედიის პლატფორმების ლოგიკას, კონტენტ სტრატეგიასა და ვიზუალურ კომუნიკაციას, გაყიდვების ფსიქოლოგიასა და რეკლამას, KPI-ებსა და ანალიტიკას. მოდული პასუხობს კითხვას: როგორ გავხადო ჩემი პროდუქტი მოთხოვნადი?“

4. ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესის მართვაში - ეს არის პროგრამის ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები სწავლობენ AI-ის გამოყენებას მარკეტინგში, გაყიდვებსა და ოპერაციებში, ჩატბოტებისა და ავტომატიზაციის სისტემებს, ანალიტიკასა და პროგნოზირებას. მოდული პასუხობს კითხვას: როგორ ვიყო კონკურენტული მომავალში?“

პროგრამა განკუთვნილია ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, მათთვის:

  • ვინც ფიქრობს კარიერულ ცვლილებაზე
  • ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის დაწყება
  • ვინც ეძებს პროფესიულ ზრდას და ახალ შესაძლებლობებს

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილე იღებს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის „US Small Business & Career Development Certificate“-ს, რომელიც ადასტურებს მის პრაქტიკულ და აკადემიურ კომპეტენციებს.

ალტერბრიჯის სოციალური პასუხისმგებლობა - განათლება ყველასთვის!

პროექტის განსაკუთრებული ღირებულება მის სოციალურ მისიაშია. როგორც „ალერბრიჯში“ განმარტავენ, პროგრამის მიზანია, შექმნას შესაძლებლობა ყველასთვის საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტისთვის ეს სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. „ალტერბრიჯი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ პირველი მოდული - პიროვნული და კარიერული განვითარება სრულად დააფინანსოს. შესაბამისად, ნებისმიერი მსურველი შეძლებს პროგრამაში ჩართვას ფინანსური ბარიერის გარეშე, მიიღებს ცოდნას, რომელიც შეიძლება გახდეს გარდამტეხი მის ცხოვრებაში და გადადგამს პირველ ნაბიჯებს, აშშ-ში პროფესიული განვითარების კუთხით.

უნივერსიტეტ„ალტერბრიჯის“ რექტორი - ნათია გოცაძე

„ალტერბრიჯში“ აღნიშნავენ, რომ მათი ხედვით, ეს არის ინვესტიცია ადამიანში, რომელსაც სრულიად ახალ შესაძლებლობებზე ექნება წვდომა.

„პროგრამა აერთიანებს ცოდნას, პრაქტიკას, ინფორმაციულ მხარდაჭერასა და რეალურ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას. რაც მთავარია, მონაწილეს საშუალებას აძლევს, საკუთარ თავში აღმოაჩინოს შესაძლებლობები და მათი რეალიზება შეძლოს საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სწორედ აქ იწყება ნამდვილი ცვლილება“, - განმარტავენ უნივერსიტეტში.

ამ ნაბიჯით ალტერბრიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მისიას - იყოს ხიდი განათლებასა და რეალურ შესაძლებლობებს შორის და ქმნის ახალ საგანმანათლებლო სივრცეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ - იქ, სადაც ჩვენს თანამემამულეებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.

პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო. მეტი დეტალისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება