თაზო დათუნაშვილი - სისტემა ჭამს საკუთარ შვილებს და კობახიძის ჯერიც დადგება, ივანიშვილი მასაც გაწირავს

კობახიძის უახლოეს გარემოცვად ვინც მოიაზრება, ის კაცი ჩამოალაბორანტეს - კობახიძის ჯერიც დადგება აუცილებლად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძეს დასცინა.

„ამ სისტემაში კობახიძის ჯერიც რომ დადგება, გარდაუვალია, ასეთი სისტემა ჭამს საკუთარ შვილებს. მთავარი ის არის, ეს ქვეყანა როგორ უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, თორემ რა თქმა უნდა, კობახიძე შეეწირება ამ პროცესს. შემთხვევითი არ არის, რომ ახალგაზრდა ივანიშვილიც გამოვიდა და დაგმო კობახიძე ფაქტობრივად. ახლა ვხედავთ, რომ კობახიძის უახლოეს გარემოცვად ვინც მოიაზრება, ის კაცი ჩამოალაბორანტეს, სუს-ის უფროსზე დიდი თანამდებობა არ არსებობს.

ივანიშვილი ძალიან ცინიკური კაცია, სპეციფიკური იუმორის, ბოროტი იუმორის. დასცინა[მდინარაძეს] და რამდენიმე თვეში გაატარა ის გზა, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ათწლეულები ანდომებენ, ერთმა ნორჩმა ოპერმუშაკმა მდინარაძემ უცებ მოახერხა და რამდენიმე თვეში გაიარა. გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა და უთხრა, რომ ამიერიდან შენ იქნები ქვიშის კარიერის გენერალი, ჩამოქვეითებული უპორტფელო მინისტრი.

ძალიან ძნელია არაფორმალური მმართველის ფასადი იყო, კობახიძე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ყველა მისი წინამორბედი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, არ მეცოდება არცერთი წუთით, თავად იგდებს თავს საჯარო მონის მდგომარეობაში. ნებისმიერმა გადაბრუნებულმა სიტყვამ, ნებისმიერმა მის მიმართ ნათქვამმა კეთილმა სიტყვამ შეიძლება ივანიშვილს ეჭვების მთელი კორიანტელი გაუჩინოს. კობახიძეს რომ გაწირავს, ეს ცალსახაა, ყველა შემდეგს გაწირავს, რამდენის საშუალებაც ექნება“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია