მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან დანაშაულებზე - უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ სამართალდამცველი გმირული საქციელისათვის, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, გამოვავლინოთ

შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას], "გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს" - ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან ამას თავის არიდების მიზნით და ცოტა რთულ სიტუაციაში როცა ხარ ადამიანი, მაშინ იყენებ, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, აუცილებელია, სამართალდამცველთა რიგებში "ერთეული დამნაშავეები" იდენტიფიცირებული და დასჯილი იყვნენ, რათა სამართალდარღვევის "ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სამართალდამცავები გმირულად აკეთებენ".

"ამას [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას]რაღაც მიზეზები აქვს - სუბიექტური და ობიექტური, მაგალითად, ბევრი ობიექტური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.. მაგრამ, ერთ-ერთი მთავარი, მაგალითად, შეიძლება იყოს ის, რომ სამართალდამცველთა, სამართალდამცავ ორგანოთა შორის რაღაც სოლიდარობა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის ქართული ფენომენი, მსოფლიოში ასე ხდება, რომ სამართალდამცველები, ერთმანეთის მიმართ არიან სოლიდარულები. შეიძლება ჩემმა ამ ახალმა ამპლუამ და ფუნქციამ, ამ ნახევრად ხარვეზის თუ ხარვეზის აღმოფხვრის კიდევ უფრო მეტი საშუალება გააჩინოს. მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, შემთხვევით არ ვამბობ ამას - როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩემი რეაგირება მექნება და ეს კოორდინაცია. მათ შორის, კონკრეტულ მსგავს მაგალითებზე, ალბათ, დარწმუნებით შეიძლება ვერაფერი თქვა, რადგან წინასწარ მტკიცებულებები ჩასახედია კარგად, სანახავია, კოორდინაციაც განსახორციელებელია, რომ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური, სიღრმისეული შესწავლა მოხდეს და მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ხვალ, ერთი მხრივ, ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პოლიციელი, ნებისმიერი სხვა სამართალდამცველი, რასაც აკეთებს თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ და განუხრელად ვიღვაწოთ ყველამ იმისათვის, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად აკეთებენ", - აღნიშნა მდინარაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია