კახა კალაძე - პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ევროკავშირის ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას - ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები - თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს

პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ევროკავშირის ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას - ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკსის განცხადებებს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურვილი აქვს „თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება“.

„ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მძიმეა.

თუ აქამდე შენიღბულად და შეფუთულად, ვიღაცები მოგვიწოდებენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომზე.

დაემუქრა ქართველებს, ქართულ სახელმწიფოს.

პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას.

საქართველოს არ გადაუხვევია, დემოკრატიული ქვეყანა ვართ, სუვერენული. თუ ვინმეს სურვილი აქვს თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება. ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს. ჩვენთან არ გამოვა. ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით ქვეყნის ინტერესს“, - აღნიშნავს კალაძე.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.

ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.

როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეგტაზეთი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში