ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, დღეს დასახელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, დღეს დასახელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კონსულტაციები უკვე ბოლო ფაზაშია.

„კონსულტაციები უკვე ბოლო ფაზაშია, რომელიც წარმოებს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად და სავარაუდოდ, დღეს უკვე დასახელდება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა