ირაკლი კობახიძე გადადგომის შესახებ კითხვაზე - ეს კითხვა დამისვით საპარლამენტო არჩევნების, მუნიციპალური არჩევნების წინ - გაგიცრუვდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რამდენჯერ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?!

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მედია მის მიერ მთავრობის მეთაურის პოსტის დატოვებით მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ ინტერესდებოდა, თუმცა იმედი არაერთხელ გაუცრუვდა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იმ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, განუცხადა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვოს.

„ეს კითხვა თქვენ დამისვით საპარლამენტო არჩევნების წინ, მუნიციპალური არჩევნების წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. მაშინაც ჩემზე მეკითხებოდით, გაგიცრუვდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რამდენჯერ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?!“- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე მიიჩნევს თუ არა ის მამუკა მდინარაძეს კონკურენტად, პრემიერის თქმით, არავითარი კონკურენცია მათ შორის „არ არის, არასდროს ყოფილა და არც იქნება“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა