Reuters - აშშ-მა აზიის წყლებში სამ ირანულ ტანკერს გზა გადაუჭრა და მიმართულება შეუცვალა

აშშ-მა აზიის წყლებში სამ ირანულ ტანკერს გზა გადაუჭრა და მიმართულება შეუცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ოთხშაბათს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა აზიის წყლებში ირანული დროშის ქვეშ მცურავ სამ ტანკერს გზა გადაუჭრა და ინდოეთის, მალაიზიის და შრი-ლანკის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან გადაამისამართა.

ასევე, წყაროების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მა დამატებით კიდევ სამ ირანულ ტანკერს შეუცვალა მოძრაობის მიმართულება.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის პორტებში შესვლაზე ან იქიდან გამოსვლაზე დაწესებული საზღვაო ბლოკადის ამოქმედების შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა პორტებში დაბრუნება 29 გემს უბრძანა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა