„სელფი“ მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა

„სელფი მობაილი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა. ინფორმაციას ამის შესახებ „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პლატფორმა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორში ღირსეული შრომის სტანდარტების გაძლიერებას და წევრ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, სისტემურად განავითარონ სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვის, დისკრიმინაციის პრევენციის, სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის პრაქტიკა.

„პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები და აქტივობები კომპანიებს დაეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში და მათი საქმიანობის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. სელფი მობაილი მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ მიდგომებს სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მიმართულებით.

„სელფი მობაილი“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია 2023 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს სექტორის როლის ზრდაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

შეხვედრებზე კომპანიები განიხილავენ:

სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები

ღირსეული სამუშაო პრაქტიკაში: თანამშრომლების ტრენინგი, უნარების განვითარება და ხელოვნური ინტელექტი

ბავშვთა უფლებები და ბიზნესის პრინციპები: პროდუქტებისა და სერვისების უსაფრთხოება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დეკლარაცია შრომით საქმიანობაში ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ: უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველასთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა