თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და პარტიის საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდნენ.

ენმ-ს ლიდერის თინა ბოკუჩავას ცნობით, კომისარს თბილისში ვიზიტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებსა და პლენარულ სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის წამოწევისთვის მადლობა გადაუხადეს.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა „პოლიტიკური პატიმრების საკითხისა და შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას“.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის წლიური ანგარიში გუშინ, საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა. უახლოეს მომავალში საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში გამოქვეყნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა