#აჩუქეწიგნი - როგორ იქცა წიგნის ჩუქების დღე ერთთვიან კამპანიად - „ბიბლუსის“ ინიციატივა

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა, ხოლო „ბიბლუსი“ 2019 წლიდან შეუერთდა ამ ტრადიციას კამპანიით #აჩუქეწიგნი და წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა როგორც სოციალური აქტივობა. რაც შეეხება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის – გიორგი კეკელიძის ინიციატივას, წიგნის ჩუქების დღის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადებას, „ბიბლუსმა“ მხარი დაუჭირა და სიხარულით ჩაერთო გამოწვევაში, რომელიც კითხვის და წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას ემსახურება.

დღემდე კამპანიაში მონაწილეობა მიიღო ათეულობით კომპანიამ და ორგანიზაციამ, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და წიგნის კითხვის კულტურის განვითარებას. ყოველწლიურად, მათი ჩართულობა კიდევ უფრო იზრდება, რაც ხაზს უსვამს ინიციატივის მნიშვნელობასა და მასშტაბურობას. ამრიგად, 23 აპრილი - წიგნის ჩუქების დღე გადაიქცა ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ მოძრაობად, რომელშიც კომპანიები, ორგანიზაციები და ინდივიდუალური მონაწილეები გაერთიანდნენ 3 მთავარი მიზნის: წიგნის პოპულარიზაციის, თვითგანვითარებისა და შინაგანი თავისუფლების მოპოვების გარშემო ჰაშთაგით – #აჩუქეწიგნი.

წიგნის ჩუქების თვეს ემთხვევა ტრადიციული „თბილისის წიგნის ბაზრობაც“, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში 23-26 აპრილს მასპინძლობს. წელს, ღონისძიებაზე კომპანია წარ­მო­გიდ­გენთ 1100-მდე და­სა­ხე­ლე­ბის, სპეციალუ­რად შერ­ჩე­უ­ლ წიგ­ნებს რომ­ლე­ბიც ექსკლუზიურად მხოლოდ „ბიბლუსშია“ ხელმისაწვდომი.

„ბიბ­ლუ­სის“ ციფ­რუ­ლი კა­ტა­ლო­გი იხი­ლეთ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ კა­ტა­ლოგ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ასორ­ტი­მენ­ტის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი, თბილისის წიგნის ბაზრობაზე, „ბიბლუსის“ სტენდთან კი ბევრად მეტი სიურპრიზი გელოდებათ!

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა