მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ბატონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარვუდგინე. აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე.

ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

აღსანიშნავია, რომ 2016-2018 წწ-ში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება. ასევე, ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი. ის ზედმიწევნით კარგად იცნობს მხარის საჭიროებებს და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებ საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ. მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ ზურაბს. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო მას ახალ, საპასუხისმგებლო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში