„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც კრწანისის რაიონში აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყლის მიწოდება 24 აპრილს საღამოს 22:00 საათიდან, 25 აპრილის დღის 14:00 საათამდე შეიზღუდება.

„24 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, კაპანაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ 24 აპრილს საღამოს 22:00 საათიდან, 25 აპრილის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, ფირუზ მოსიძის, იური დავითაიას, მერაბ ნიქაბაძის, გია ბერუაშვილის, სურგულაძის ქუჩებს, მარნეულის გზატკეცილს, კაკაბაძეების (კაპანაძეების), ანდრო ჟორდანიას, ბესარიონ ლომინაძის, ევგენი გეგეჭკორის, ლევან ღოღობერიძის და სპირიდონ ვირსალაძის და ვაგზლის ქუჩებს, რუსთავის გზატკეცილს, სოფლებს - კრწანისს, ფონიჭალას, ჭალას და თელეთს, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო