ეკონომიკის სამინისტრო - ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, მათ შორის, თბილისი-შანხაის ხაზზე - აღნიშნულის თაობაზე მარიამ ქვრივიშვილი მორიგ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს - ავიაკომპანიებთან მორიგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გამართავს, რომელიც ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვითარდება.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის შედეგად, 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 148%-ით მეტი შეადგინა 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის 2024 წლიდან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ავიამიმოსვლის, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით არის გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ასეთი დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე, მათ შორის, თბილისი- შანხაის ხაზზე, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა