მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე - ეს კაცი, დღესაც რომ მე მეჯიბრება, დღესავით ნათელია, მაგრამ ნუთუ არ „გიტყდებათ“, რომ საქართველო ბოლო 14 წლის განმავლობაში ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?

ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] დღესაც რომ მე მეჯიბრება, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ ნუთუ არ „გიტყდებათ“, რომ საქართველო ბოლო 14 წლის განმავლობაში ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა ან გააუქმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო.

„ივანიშვილმა დახურა ჩემ მიერ შექმნილი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, სადაც დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის ცენტრი იქნებოდა. უარი თქვა ამერიკის მთავრობის ფულზე და არ შეუშვა GeorgiaTech. სამაგიეროდ შექმნა თავისი კატასტროფული ტექნიკუმი (მე იმას უნივერსიტეტს ვერ ვუწოდებ) ქუთაისში, სადაც უცხოპლანეტელებთან სასაუბრო ენას ასწავლიან.

ივანიშვილმა გააჩერა ტრამპის და ჩემი ერთობლივი ტრამპთაუერის პროექტი ბათუმში, სადაც ის ქალაქის და საქართველოს მშვენება უნდა ყოფილიყო თავისი უბრწყინვალესი არქიტექტურით და სამაგიეროდ დგამს მორიგ უგემოვნო ცათამბჯენს იპოდრომზე და უნდა მისთვის ტრამპის სახელის ფრენჩიზის ყიდვა.

ივანიშვილმა შეწყვიტა ანაკლიაში ჩემ მიერ წამოწყებული ლაზიკის პორტის მშენებლობა, რომელსაც 9 თვე აკლდა დასრულებამდე, სამაგიეროდ ახლა ცალყბად მაინც განაახლა იქვე პორტის მშენებლობა.

ნუ, ეს კაცი დღესაც რომ მე მეჯიბრება, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ ნუთუ არ გიტყდებათ, რომ საქართველო ბოლო 14 წლის მანძილზე ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?“,- წერს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა